ავტორიზაცია

EXCLUSIVE: პაპუნაშვილთან ერთად აპოლონში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!

EXCLUSIVE: პაპუნაშვილთან ერთად აპოლონში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!
თარიღი 09 Jun 2021, 15:03

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გიორგი პაპუნაშვილთან ერთად "აპოლონში" კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, კვიპროსული კლუბის რიგებში ახალგაზრდა შემტევი რევაზ ინჯგია ითამაშებს.

"აპოლონმა" კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და წელს კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

ახალი სეზონისთვის მზადებას "აპოლონი" ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს, ქართველები გუნდს სწორედ ამ პერიოდში შეუერთდებიან.

რაც შეეეხება 20 წლის ინჯგიას, ის ბოლოს "თელავის" რიგებში გამოდიოდა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.

 

EXCLUSIVE: გურამ კაშიას ახალი კლუბი ცნობილია!