ავტორიზაცია

მოურინიო: "ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მე 25-ნახევარი ტიტული მოვიგე"

მოურინიო: "ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მე 25-ნახევარი ტიტული მოვიგე"
თარიღი 09 ივნ 2021, 16:16

„რომას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „ტოტენჰემიდან“ ინგლისის ლიგის თასის ფინალამდე ერთი კვირით ადრე გათავისუფლებაზე ისაუბრა.

„რამდენი ტიტული მოვიგე კარიერაში? 25-ნახევარი. ეს ნახევარი არის ფინალი, რომლის ჩატარებაც „ტოტენჰემთან“ ერთად არ დამცალდა. ჰკითხეთ ბიჭებს, რომლებსაც ოდესმე მაინც უთამაშიათ ფინალში და ყველა გეტყვით, რომ ასეთ მატჩში მოედანზე გასვლა - ოცნებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ძირითადი გუნდის ფეხბურთელი ხარ თუ რიგით მე-20 ან 50-ე.

ფინალის „უემბლიზე“ ჩატარება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ოცნება. ახალ „უემბლიზე“ პირველმა მე ვითამაშე და ყოველთვის, როცა იქ ჩავდივარ და ტიტულის მოგების შესაძლებლობა მეძლევა - ეს ოცნებაზე მეტია. 

გამარჯვება ფინალში იმ კლუბთან ერთად, რომელსაც არც ისე ბევრი ტიტული აქვს - ორმაგად დიდი ოცნებაა.“ - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს The Sun.

მოურინიო „ტოტენჰემიდან" 19 აპრილს გაათავისუფლეს, გუნდი კი „სიტის" ფინალში 26-ში დაუპირისპირდა და მის გარეშე, 29 წლის რაიან მეისონთან ერთად, 0:1 დამარცხდა.