ავტორიზაცია

მესი აგუეროს გარეშე, არგენტინა კი თითქმის მოპოვებული 3 ქულის - კითხვა, რომელსაც ფანები ნაკრების მთავარ მწვრთნელს გაბრაზებულად უსვამენ

მესი აგუეროს გარეშე, არგენტინა კი თითქმის მოპოვებული 3 ქულის - კითხვა, რომელსაც ფანები ნაკრების მთავარ მწვრთნელს გაბრაზებულად უსვამენ
თარიღი 09 Jun 2021, 17:14

არგენტინამ კოლუმბიასთან გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩინებულად დაიწყო, მაგრამ საშინლად, ანუ თავის სტილში დაასრულა.

მესამე წუთზე „ალბისელესტე“ კრისტიან რომეროს გოლით დაწინაურდა, მერვეზე ლეანდრო პარედესმა მეორეც შეაგდო და თითქოს, არგენტინას მარტივი გამარჯვებაც არ უნდა გასჭირვებოდა.

თუმცა, კოლუმბიელებმა მატჩში დაბრუნება მოახერხეს და ხელი ქულასაც წამოკრეს. შესვენებამდე ექვსი წუთით ადრე ლუის მურიელმა სხვაობა პენალტით შეამცირა. დრო გადიოდა, მაგრამ არგენტინა თავს კომფორტულად იცავდა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს, ხუან ფოითის შეცდომამ მიგელ ბორხას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა და არგენტინას გამარჯვება ხელიდან გააგდებინა.

ლიონელ მესი პირველ ნახევარში შეუმჩნეველი იყო, მეორე 45 წუთში კი შედარებით უკეთ ათამაშდა და დავიდ ოსპინამ საკმაოდ კარგად შესრულებული ჯარიმაც აუღო. შემდეგ, ოსპინა ლაუტარო მარტინესმაც დატესტა, სხვა ვარსკვლავური შემტევები - სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია და ანხელ კორეა კი სათადარიგოთა სკამიდან მთელი მატჩს მანძილზე არ წამომდგარან.

ეს ფაქტი „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის მიმართ ფანების მხრიდან ბევრ კითხვებს აჩენს - რატომ არ ათამაშებს ის აგუეროს და ლეო მესის ერთად? ფორვარდებს ერთად თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. გარდა ამისა, ისინი მომავალ სეზონში „ბარსელონას“ მაისურითაც ერთად შეუტევენ და თეორიულად, მათი შეთამაშება არგენტინის ნაკრებსაც ძალიან წაადგებოდა. თუმცა, მწვრთნელი არ ფიქრობს...

ახლა, არგენტინის ნარკებმა საკუთარი ყურადღება კოპა ამერიკაზე უნდა გადაიტანონ, სადაც გუნდი პირველ მატჩს ორშაბათს, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს წინა კვირას, საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.