ავტორიზაცია

მანჩესტერმა სანჩოზე მოლაპარაკებები განაახლა - ბორუსიამ თავისი ფასი დაასახელა

მანჩესტერმა სანჩოზე მოლაპარაკებები განაახლა - ბორუსიამ თავისი ფასი დაასახელა
თარიღი 09 ივნ 2021, 18:52

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბი ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და პირადი კონტრაქტის დეტალები მიმოიხილეს, თუმცა ოფიციალური შეთავაზებით გერმანული კლუბისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

როგორც ცნობილია, „ბორუსიას“ ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 95 მილიონი ევროს მიღება სურს. სანჩოს „წითლ ეშმაკებში“ გადასვლაზე შარშანაც იწერებოდა, მაგრამ მაშინ, „დორტმუნდი“ მინიმუმ 120-ს ითხოვდა და მოლაპარაკებები ვერ განვითარდა.

გასულ სეზონში, სანჩომ ბუნდესლიგის 36 მატჩი 8 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია.

ამავდროულად, „ჩელსი" ინტერესდება „დორტმუნდის" შეტევის სხვა ლიდერით, ერლინგ ჰოლანდით - თუმცა, „ბორუსიას" მისი შენარჩუნება სურს და მხოლოდ „გიჟური" შემოთავაზება თუ შეაცვლევინებს აზრს.