ავტორიზაცია

BREAKING: უეფამ რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - სუპერლიგამ გაიმარჯვა?!

BREAKING: უეფამ რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - სუპერლიგამ გაიმარჯვა?!
თარიღი 09 ივნ 2021, 20:18

ოფიციალურად:  უეფამ სუპერლიგაში დარჩენილი გუნდების საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

დიდი ხანია იწერება, რომ ორგანიზაცია „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას აპირებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სამი გუნდი სუპერლიგის იდეაზე უარის თქმას არ აპირებენ.

თუმცა, დღეს უეფამ თავად გააკეთა ოფიციალური განცხადება და აღნიშნა, რომ „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამოძიებას აჩერებს. ამრიგად, არცერთი ამ გუნდებიდან დასჯილი არ იქნება - არც დისკვალიფიკაციით და არც ფულადი ჯარიმით.

უეფა თავის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად არ ხსნის, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციამ სასამართლოსგან მიიღო დასტური, რომ ამ გუნდების წინააღმდეგ საქმის აღძრა და მათი დისკვალიფიკაცია ტურნირიდან კანონიერად შეუძლებელია და სავარაუდოდ, გამოძიების შეჩერების მიზეზიც ეს გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის შესახებ განცხადება 12-მა კლუბმა აპრილში გააკეთა. თუმცა, 48 საათზე ნაკლები 9 მათგანმა პროექტი დატოვა და უეფასთან გარიგებას დათანხმდა.