ავტორიზაცია

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — სანჩო ახალ კლუბს უახლოვდება

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — სანჩო ახალ კლუბს უახლოვდება
თარიღი 09 ივნ 2021, 22:13

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებმა პირადი კონტრაქტის პირობები პრაქტიკულად შეათანხმეს.

თუმცა, ინგლისურ კლუბს ბორუსიელთათვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ. "დორტმუნდი" 95 მილიონ ევროს ითხოვს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 21 წლის სანჩოს "დორტმუნდთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ჯეიდონმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი პასი გააკეთა.

მანჩესტერმა სანჩოზე მოლაპარაკებები განაახლა - ბორუსიამ თავისი ფასი დაასახელა