ავტორიზაცია

"კუმანი კიდევ ერთ წელს იმსახურებს", - გვარდიოლამ ლაპორტას გადაწყვეტილება მოუწონა

"კუმანი კიდევ ერთ წელს იმსახურებს", - გვარდიოლამ ლაპორტას გადაწყვეტილება მოუწონა
თარიღი 09 ივნ 2021, 22:29

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა კატალონიურ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენა დაიმსახურა.

"მომდევნო სეზონისთვის კუმანი "ბარსელონასთვის" იდეალური მწვრთნელია, მიხარია, რომ კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ეს ესმის".

"გასული სეზონი ყველასათვის რთული იყო. რონალდი კიდევ ერთ წელს იმსახურებს, მატჩების დროს უკვე გულშემატკივრებთან ერთად. ამავდროულად, როგორც წესი, მეორე სეზონი ყველას უკეთესი გამოსდის, პირველთან შედარებით".

"გასულ სეზონში "ბარსელონა" დროდადრო კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო იყო", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.

მოგეხსენებათ, რონალდ კუმანმა "ბარსა" 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა. 3 ივნისს, კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი 2021/22 წლების სეზონშიც კატალონიაში იმუშავებს.

კუმანი ბარსელონაში რჩება — ლაპორტამ მიღებული გადაწყვეტილება ახსნა