ავტორიზაცია

ბაიერნი კომანს ვერ უთანხმდება — რას ითხოვს ფრანგი თავდამსხმელი?

ბაიერნი კომანს ვერ უთანხმდება — რას ითხოვს ფრანგი თავდამსხმელი?
თარიღი 09 ივნ 2021, 22:41

"ბაიერნის" თავდამსხმელს, კინგსლი კომანს ამჟამინდელი კონტრაქტის ფინანსური პირობების გაუმჯობესება სურს.

გერმანული კლუბი მზად არის 24 წლის ფრანგს ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, თუმცა მხარეები ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდებია, წერს ავტორიტეტული გამოცემა Bild.

აგრეთვე, მიუნხენში შიშობენ, რომ ფეხბურთელის აგენტი, პინი ზაჰავი სხვა კლუბების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

კომანს "ბაიერნთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება.

ამ სეზონში 24 წლის ფრანგმა ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

კომანი ბაიერნის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს