ავტორიზაცია

იმერული დერბი ფრედ დასრულდა

იმერული დერბი ფრედ დასრულდა
თარიღი 09 ივნ 2021, 22:56

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიას" შორის.

შეხვედრა ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო და შედარებით ნაკლები მომენტი იქმნებოდა.

30-ე წუთზე კი თამაზ ცეცხლაძის ბრწყინვალე თამაშს ნათან ჯუნიორის გოლი მოჰყვა და სტუმრები დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი "ტორპედოს' უპირატესობით წარიმართა. 57-ე წუთზე სამუელ ინკუმმა ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ წუთებში მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ვერცერთმა გაიტანა და მატჩი 1:1 დასრულდა.