ავტორიზაცია

ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია — იტალიელი ჟურნალისტი

ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 09 ივნ 2021, 23:36

"რომას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა დიდი ალბათობით "ტოტენჰემს" ჩაიბარებს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.

48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ფონსეკამ "რომა" დატოვა, სადაც მისი ადგილი სხვა პორტუგალიელმა დაიკავა - ჟოზე მოურინიომ.

ფონსეკას ხელმძღვანელობით "რომამ" 38 მატჩში 62 ქულა დააგორვა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, აპრილში "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტი სწორედ ჟოზე მოურინიომ დატოვა. სეზონის ბოლომდე გუნდს რაიან მეისონი წვრთნიდა, რომელიც იქამდე აკადემიაში მუშაობდა.

არანაირი გაცვლა, ტოტენჰემის პრეზიდენტს კეინის მსურველებთან მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს