ავტორიზაცია

უარი ახალ კონტრაქტზე — ინტერმა ლაუტარო მარტინესს ფასი დაადო

უარი ახალ კონტრაქტზე — ინტერმა ლაუტარო მარტინესს ფასი დაადო
თარიღი 09 ივნ 2021, 23:41

"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა ახალ კონტრაქტზე კლუბის შეთავაზება იუარა, იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 23 წლის არგენტინელს 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა "ნერაძური" მზად არის 90-მილიონიან წინადადებასაც დათანხმდეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მთავარი სამიზნე სწორედ ლაუტაროა და ამ ზაფხულს მისი შეძენა უნდა.

მადრიდელებმა 50-მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს, მაგრამ "ინტერმა" ეს წინადადება დააიგნორა.

გასულ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

რამდენად რეალურია ლაუტაროს ატლეტიკოში გადასვლა?