ავტორიზაცია

ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც - საფეხბურთო ფესტივალი იწყება! ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია

ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც - საფეხბურთო ფესტივალი იწყება! ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია
თარიღი 10 ივნ 2021, 13:36

როგორც იქნა, გვეღირსა! ხვალ, 2021 წლის 11 ივნისს, ევრო 2020 იწყება. მართალია, ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ ხომ იცით, ბანალურად: "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" 

ყველას მოგვენატრა საღამოების ტელევიზორთან გატარება, მიყოლებით მატჩების ყურება და საყვარელი საფეხბურთო ნაკრების ქომაგობა. დიდი შანსი იყო, ისტორიაში პირველად, ევროპის პირველობაზე საქართველოსთვისაც გვექომაგა, მაგრამ...მაგრამ... სჯობს, აქ შევჩერდეთ. 

რატომ ევრო 2020, როდესაც გარეთ უკვე 2021 წლის მეექვსე თვეა? 

საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი გასულ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მომზადდა ყველანაირი გრაფიკული სურათი, ოფიციალურად დარეგისტრირდა სახელი - UEFA EURO 2020 და ამიტომ, პანდემიის გამო, ერთი წლით გადატანის მიუხედავად, უეფამ ძალაში პირვანდელი სახელი დატოვა. 

როგორი სისტემით მუშაობს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი? 

ევრო 2016-დან დაწყებული, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა და შესაბამისად, შეიცვალა ფორმატიც: ამიერიდან, ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ პირველ 2 პოზიციაზე გასულ გუნდებს კი არა, მესამეადგილოსანსაც შეეძლება. ოღონდ, ექვსივეს არა, მხოლოდ ოთხს. ბედის ირონიით, მოქმედი ევროპის ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები, ევრო 2016-ს ტრიუმფისკენ მიმავალ გზაზე, ჯგუფიდან სწორედ მესამე ადგილით გავიდა. 

ამრიგად, მესამეადგილოსნებს საკუთარი ცხრილი ექნებათ გამოყოფილი და მერვედფინალში 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა, ბოლო ორი კი სახლში გაემგზავრება. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატი არა რომელიმე ქვეყანაში, არამედ მთელ კონტინენტზე გაიმართება. ტურნირის მატჩებს 12 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სტადიონი უმასპინძლებს, ფინალი კი ლონდონში, "უემბლიზე" შედგება. 

ქვეყნები, რომლებშიც ევრო 2020 გაიმართება:

🇬🇧 გაერთიანებული სამეფო
🇦🇿 აზერბაიჯანი
🇮🇹 იტალია
🇷🇺 რუსეთი
🇩🇪 გერმანია
🇳🇱 ჰოლანდია
🇭🇺 უნგრეთი
🇩🇰 დანია
🇪🇸 ესპანეთი

ახლა კი, დროა, ჯგუფები განვიხილოთ:

ჯგუფი A: 

თურქეთი
შვეიცარია
იტალია
უელსი 

ამ ჯგუფს ერთი აშკარა ფავორიტი ჰყავს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ოთხივე გუნდს შეუძლია ბრძოლა. 

საინტერესოა, რომ ტურნირი სწორედ ამ ჯგუფის მატჩით გაიხსნება - ხვალ, ერთმანეთს თურქეთის და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ჯგუფი B:  

რუსეთი
ბელგია
დანია
ფინეთი 

დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც წინა ჯგუფში - ერთი აშკარა ფავორიტი და დანარჩენი საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდები, რომლებსაც შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლა შეუძლიათ. 

ჯგუფი C:

ავსტრია
ნიდერლანდები
ჩრ. მაკედონია
უკრაინა 

ქართველებისთვის განსაკუთრებით საწყენი და ნერვებისმომშლელი ჯგუფი - მაკედონიასთან მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები სწორედ ამ ჯგუფში მოხვდებოდა... 

ჯგუფი D: 

ჩეხეთი
ხორვატია 

შოტლანდია
ინგლისი 

ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და საინტერესო ჯგუფი, რომელსაც სახელებით ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, მაგრამ ჩეხეთისა და შოტლანდიის ჩამოწერაც არ შეიძლება. საინტერესოა, რომ ამ ჯგუფში ერთმანეთს ბუკმეიკერების აზრით ტურნირის მეორე მთავარი ფავორიტი და მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდებიან. 

ჯგუფი E: 

შვედეთი
პოლონეთი
ესპანეთი
სლოვაკეთი 

10 წლის წინ ვიტყოდით, რომ ამ ჯგუფში ტურნირის მთავარი ფავორიტი ბინადრობს, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ესპანეთის ნაკრების ოქროს თაობა წარსულს ჩაბარდა და დღეს, გუნდი ბევრი ნოუნეიმით არის დაკომპლექტებული. ევროპის ჩემპიონატს ტოვებს გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსიც. 

თავის მხრივ, შვედეთს ვერ დაეხმარება ვეტერანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ტურნირის წინ ტრავმა მიიღო. 

ჯგუფი F: 

გერმანია
საფრანგეთი
პორტუგალია
უნგრეთი 

ამ ჯგუფზე რა უნდა თქვა? სიკვდილის ჯგუფი, ტურნირის საუკეთესო და ყველაზე დაძაბული ჯგუფი. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი რომ გადიოდეს, გაცილებით დიდი ინტრიგის მომსწრენი გავხდებოდით, რადგან ან ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონი, ან მოქმედი ევროპის ჩემპიონი წავიდოდა სახლში. თუმცა, მატჩები ამის გამო ნაკლებად საინტერესო მაინც არ გახდება... 

ჯგუგური ეტაპის კალენდარი: 

11 ივნისი 

თურქეთი - იტალია 23:00

12 ივნისი

უელსი - შვეიცარია 17:00
დანია - ფინეთი 20:00
ბელგია - რუსეთი 23:00

13 ივნისი 

ინგლისი - ხორვატია 17:00
ავსტრია - ჩრ.მაკედონია 20:00
ნიდერლანდები - უკრაინა 23:00

14 ივნისი 

შოტლანდია - ჩეხეთი 17:00
პოლონეთი - სლოვაკეთი 20:00
ესპანეთი - შვედეთი 23:00

15 ივნისი

უნგრეთი - პორტუგალია 20:00
საფრანგეთი - გერმანია 23:00

16 ივნისი (2 ტური) 

ფინეთი - რუსეთი 17:00
თურქეთი - უელსი 20:00
იტალია - შვეიცარია 23:00

17 ივნისი: 

უკრაინა - ჩრ.მაკედონია 17:00
დანია - ბელგია 20:00
ნიდერლანდები - ავსტრია 23:00

18 ივნისი: 

შვედეთი - სლოვაკეთი 17:00
ხორვატია - ჩეხეთი 20:00
ინგლისი - შოტლანდია 23:00

19 ივნისი: 

უნგრეთი - საფრანგეთი 17:00
პორტუგალია - გერმანია 20:00
ესპანეთი - პოლონეთი 23:00

20 ივნისი (3 ტური) 

შვეიცარია - თურქეთი 20:00
იტალია - უელსი 20:00

21 ივნისი: 

უკრაინა - ავსტრია 20:00
ჩრ. მაკედონია - ნიდერლანდები 20:00
რუსეთი - დანია 23:00
ფინეთი - ბელგია 23:00

22 ივნისი: 

ხორვატია - შოტლანდია 23:00
ჩეხეთი - ინგლისი 23:00

23 ივნისი: 

შვედეთი - პოლონეთი 20:00
სლოვაკეთი - ესპანეთი 20:00
პორტუგალია - საფრანგეთი 23:00
გერმანია - უნგრეთი 23:00.