ავტორიზაცია

მანჩესტერსა და სანჩოს შორის შეთანხმება შედგა - რჩება ერთი დეტალი

მანჩესტერსა და სანჩოს შორის შეთანხმება შედგა - რჩება ერთი დეტალი
თარიღი 10 ივნ 2021, 14:21

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევს, ჯეიდონ სანჩოს შორის შეთანხმება შედგა.

"წითელი ეშმაკები" ინგლისელ ვინგერს სთავაზობენ ოთხწლიან კონტრაქტს, რომლის გაფორმებაზე ფეხბურთელმა თანხობა უკვე განაცხადა.

რჩება ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი - "შავ-ყვითლების" გარემარბის სატრანსფერო ღირებულება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით 95 მილიონია.

ვესტფალიური გუნდის შვიდიანის მომავალი უდიდესი ალბათობით მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

"ტიტულების მოგების გარეშე დამთავრებულ სეზონში პოზიტივს ხედავენ", - მოურინიომ მანჩესტერს წაკბინა

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია — სანჩო ახალ კლუბს უახლოვდება