ავტორიზაცია

დარჩება თუ არა ლორია ანორთოსისში? - ქართველი მეკარის კომენტარი

დარჩება თუ არა ლორია ანორთოსისში? - ქართველი მეკარის კომენტარი
თარიღი 10 ივნ 2021, 15:51

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ პირველი არხის ეთერში ისაუბრა რამდენიმე საინტერესო საკითხზე, მათ შორის საკუთარ მომავალზე:

"ანორთოსისთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ძალიან კარგი შემოთავაზებები, როგორც კვიპროსული, ისე ბელგიური კლუბებიდან იყო. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც აქ გავატარებ".

ქართველმა გოლკიპერმა აგრეთვე შეაჯამა სანაკრებო შეხვედრები, რომელშიც "ჯვაროსნების" მოწინააღმდეგეები ნიდერლანდები და რუმინელები იყვნენ:

"ნიდერლანდების ნაკრების ტაქტიკიდან გამომდინარე, მათი მთავარი მიზანი მთელი მინდვრის ათვისებაა. ისინი ცდილობენ, თამაში მაქსიმალურად გაშალონ და მთელ მოედანზე გადანაწილდნენ.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტაქტიკაც ამის მიხედვით შეირჩა - უნდა გვეცადა, თავისუფალი მეტოქე არსად დაგვრჩენოდა.

გასათვალისწინებელია, რომ ხუთი მცველით პირველად ვთამაშობდით, სანიოლის მიზანი კი იყო ენახა, ამ განლაგებაში ვინ როგორ ითამაშებდა".

VIDEO: შემდეგი სეზონიდან მეტოქის რანგში - ოქრიაშვილის საუკეთესო მომენტები ანორთოსისში

გიორგი ლორიამ თასის მოგება ცეკვით აღნიშნა