ავტორიზაცია

მანჩესტერი დე ხეას შემცვლელს ეძებს

მანჩესტერი დე ხეას შემცვლელს ეძებს
თარიღი 10 ივნ 2021, 16:28

„მანჩსტერ იუნაიტედის“ გოლკიპერი, დავიდ დე ხეა, დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი გუნდის ძირითად მეკარედ ამჟამად დინ ჰენდერსონს მოიაზრებს, დე ხეას კი „იუნაიტედი“ გაყიდვას უპირებს.

ეს კი გუნდში სარეზერვო მეკარის პრობლემას წარმოაჩენს და ამიტომ, „წითელ ეშმაკებს“ მეორე გოლკიპერის ძიებას ხვა გუნდში უწევთ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ემიუ“ „ვესტ ბრომვიჩის“ გოლკიპერს, სემ ჯონსტონს აკვირდება. 

Transfemarkt ჯონსტონს 6 მილიონ ევროდ აფასებს, ამ სეზონში მან თავისი გუნდის მაისურით 33 მატჩში 63 გოლი გაუშვა. 

მანჩესტერსა და სანჩოს შორის შეთანხმება შედგა - რჩება ერთი დეტალი

"ტიტულების მოგების გარეშე დამთავრებულ სეზონში პოზიტივს ხედავენ", - მოურინიომ მანჩესტერს წაკბინა