ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონა თამაშგარეშია - ვეინალდუმი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს!

ოფიციალურად: ბარსელონა თამაშგარეშია - ვეინალდუმი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს!
თარიღი 10 ივნ 2021, 18:24

ფეხბურთელი, რომელიც პრაქტიკულად გადასული იყო „ბარსელონაში“, კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა 30 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის დამატება ოფიციალურად დაადასტურა. 

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი გუნდს უფასოდ, თავიუსფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მას შემდეგ, რაც 30 ივნისს, მერსისაიდულ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურება.

წელიწადზე მეტია, ბევრი იწერება ვეინალდუმის „ბარსელონაში“ მოახლოვებულ გადასვლაზე. მხარეები აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ შეთანხმებულები - დაწყებული კონტრაქტის ხანგრძლივობიდან და დამთავრებული ხელფასით. ერთადერთი, დარჩენილი იყო სამედიცინო შემოწმება, რომელიც ვეინალდუმს უახლოეს პერიოდში უნდა გაევლო. თუმცა, ამ დროს საქმეში „პსჟ“ ჩაერთო, რომელმაც ვინის ორმაგი ხელფასი შესთავაზა და თავისთან გადასვლაზეც დაიყოლია.

ამრიგად, ვეინალდუმმა „პსჟ-სთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად მისი ხელფასი 9.5 მილიონი ევრო იქნება.