ავტორიზაცია

მთავარი ფავორიტი კვლავ ბარსელონაა, დეპაის ტრანსფერი ახლოვდება — რომანო

მთავარი ფავორიტი კვლავ ბარსელონაა, დეპაის ტრანსფერი ახლოვდება — რომანო
თარიღი 10 ივნ 2021, 19:52

"ლიონის" თავდამსხმელი, მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს არის.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კატალონიელებმა 27 წლის ჰოლანდიელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

მხარეები ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა ჯერ მაინც არ შეთანხმებულან.

2020/21 წლების სეზონში დეპაიმ "ლიონის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მემფისს ფრანგულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს ეწურება და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დეპაის სარფიანი წინადადებით 3 გრანდი დაუკავშირდა, მაგრამ სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს