ავტორიზაცია

"ეს ხუმრობას ჰგავს... სუარესი პირდაპირ კონკურენტს აჩუქეს", - ალბას კრიტიკული განცხადება

"ეს ხუმრობას ჰგავს... სუარესი პირდაპირ კონკურენტს აჩუქეს", - ალბას კრიტიკული განცხადება
თარიღი 10 ივნ 2021, 20:22

"ბარსელონას" მცველმა, ხორდი ალბამ განაცხადა, რომ თავდამსხმელ ლუის სუარესის წასვლით იმედგაცრუებული დარჩა.

მოგეხსენებათ, 34 წლის ურუგვაელი 2020 წლის სექტემბერში მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში ლა ლიგა მოიგო.

"ეს ხუმრობას ჰგავს... პირდაპირ კონკურენტს  აჩუქეს, შემდეგ კი "ატლეტიკომ" ჩემპიონატი მოიგო... ეს არ მომეწონა", - ციტირებს ალბას სიტყვებს El Larguero.

ხორდი "ბარსას" ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. 2020/21 წლების სეზონში 32 წლის ესპანელმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი გააკეთა.

30 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს ალბამ კატალონიური გრანდის რიგები დატოვოს.

"კლუბის გადასაწყვეტია, თუმცა...", - ალბა ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა