ავტორიზაცია

"ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მსურს", - დეპაის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს

"ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მსურს", - დეპაის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს
თარიღი 10 ივნ 2021, 22:22

ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მსურს. მინდა ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩავატარო. ახლა უკრაინის ნაკრებთან გასამართ უახლოეს მატჩზე ვარ კონცენტრირებული", - ციტირებს დეპაის სიტყვებს Mundo Deportivo.

2020/21 წლების სეზონში 27 წლის ჰოლანდიელმა "ლიონის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, დეპაის ფრანგულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 1 ივლისს ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონამ" მემფისს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა ტრანსფერის წარმატებით დახურვის დიდი ალბათობა არსებობს.

მთავარი ფავორიტი კვლავ ბარსელონაა, დეპაის ტრანსფერი ახლოვდება — რომანო