ავტორიზაცია

ჩელსი და პსჟ ბრძოლას აგრძელებენ — რომელ კლუბს აქვს ჰაკიმის ხელში ჩაგდების მეტი შანსი?

ჩელსი და პსჟ ბრძოლას აგრძელებენ — რომელ კლუბს აქვს ჰაკიმის ხელში ჩაგდების მეტი შანსი?
თარიღი 10 ივნ 2021, 22:38

დღეს, გამოცემა Sky Sport Italia-მ დაწერა, რომ "ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე "ჩელსიმ" "პსჟ"-ს შეთავაზება გაიმეორა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, პარიზელებმა 22 წლის მაროკოელის სანაცვლოდ "ნერაძურის" 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მილანელები 75 მილიონს ითხოვენ.

მიუხედავად ამისა, იტალიური მედიის ცნობით, ჰაკიმის ხელში ჩაგდების მეტი შანსი "ჩელსის" აქვს, რადგან იტალიური კლუბი მისი მცველებითაა დაინტერესებული: საუბარია ემერსონ პალმიერისა და ანდრეას კრისტენსენზე.

როგორც აღინიშნება, ლონდონელები მზად არიან პალმიერი გაცვალონ, ხოლო კრისტენსენი ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება.

ჰაკიმი "ინტერში" "რეალიდან" გასულ ზაფხულს 40 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.

წინ სუარესი, დაცვაში კი ჰაკიმი - As-მა სეზონის საუკეთესო ტრანსფერებისგან შემდგარი 11-ეული დაასახელა