ავტორიზაცია

"ფეხბურთით ვერ ვისიამოვნე" - კაკაბაძე ტენერიფეს დაემშვიდობა

"ფეხბურთით ვერ ვისიამოვნე" - კაკაბაძე ტენერიფეს დაემშვიდობა
თარიღი 11 ივნ 2021, 11:43

საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს ესპანურ ტენერიფესთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

მხარეებმა ახალ შეთანხმებას ვეღარ მიაღწიეს და ამ ზაფხულში 26 წლის მცველს ახალ კლუბში ვნახავთ. ქართველი ფეხბურთელი ტენერიფესთან გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემი დრო ტენერიფეში დასრულდა. სპორტული კუთხით ძალიან რთული წელი იყო პანდემიის გამო, ფეხბურთით ვერ ვისიამოვნე, როგორც მსურდა, თუმცა გასახდელში ძალიან დიდ ფეხბურთელებთან ვატარებდი დროს, მათგან დიდი გამოცდილება მივიღე. 

მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, კლუბში მომუშავე ყველა პერსონალს და კოლეგებს ჩემი თბილად მიღებისთვის," - წერს ოთარ კაკაბაძე.

ოთარ კაკაბაძე 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა ტენერიფეს თავისუფალი აგენტის სტატუსით და ამ პერიოდში კანარის კუნძულელთა მაისურით 20-ჯერ ითამაშა.

სიგიჟე ბათუმში - აჭარელმა გულშემატკივარმა მატჩს დრონით უყურა

"მადლობა გუნდში სახელის დატოვებისთვის" - ქვილითაიას გენტის ფეხბურთელები ხუმრობით დაემშვიდობნენ