ავტორიზაცია

სამი ქართველი წავიდა, ახალი ორი კი მოვიდა - როტორმა ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა

სამი ქართველი წავიდა, ახალი ორი კი მოვიდა - როტორმა ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა
თარიღი 11 ივნ 2021, 11:57

ვოლგოგრადის "როტორის" განვლილ სეზონში ირიცხებოდა სამი ქართველი ლეგიონერი - საბა კვერკველია, გიორგი არაბიძე და ზურიკო დავითაშვილი.

სამივე მათგანი რუსულ გუნდში თამაშობდა განათხოვრების წესით და სეზონის დასრულების შემდეგ, თითოეული მათგანი თავის კლუბში დაბრუნდა.

კვერკველია მოსკოვის "ლოკომოტივში", არაბიძე - "ნასიონალში", დავითაშვილი კი ყაზანის "რუბინში". შეგახსენებთ, რომ "ლურჯებში" აგრეთვე ირიცხება ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

დმიტრი ხოხლოვის გუნდში იჯარით აგრეთვე ირიცხებოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც ბათუმის "დინამოში" დაბრუნდა.

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, "როტორმა" ოფიციალურად დაადასტურა ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერი, ორი მათგანი კვლავ ქართველი ლეგიონერია: ბექა ქავთარაძე და ილია ბერიაშვილი.

ვოლგოგრადულ გუნდში გადმოსვლამდე, ქავთარაძე თამაშობდა "ნიჟნი ნოვგოროდში", ბერიაშვილი კი "თელავში", თუმცა შარშან მას სინჯები სწორედ რუსულ გუნდში ჰქონდა.

კვლავ წონის პრობლემა საქართველოს ნაკრებში - გრიგალავას შემდეგ, კვერკველია

გადაწყვეტილია: როტორში კიდევ 2 ქართველი ითამაშებს