ავტორიზაცია

ხელფასიც ცნობილია! - სანჩოს პრემიერ ლიგაში გადმოსვლა ახლოვდება

ხელფასიც ცნობილია! - სანჩოს პრემიერ ლიგაში გადმოსვლა ახლოვდება
თარიღი 11 ივნ 2021, 12:25

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოს არის ჯეიდონ სანჩოს ოფიციალურ გაფორმებასთან.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "წითელი ეშმაკები" ინგლისელ შემტევს გაუფორმებენ ოთხწლიან ხელშეკრულებას.

"მანკუნიანელები" დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ გადაიხდიან დაახლოებით 95 მილიონს.

რაც შეეხება "შავ-ყვითლების" შვიდიანის ხელფასს "ოლდ ტრაფორდზე", კვირაში 350 ათასი ფუნტი სტერლინგი, რაც ყოველთვიურად 1.4 მილიონია.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი გარემარბი არის "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი, თუმცა მთავარ გუნდში მას არასდროს უთამაშია.

მანჩესტერი დე ხეას შემცვლელს ეძებს

მანჩესტერსა და სანჩოს შორის შეთანხმება შედგა - რჩება ერთი დეტალი