ავტორიზაცია

ჟეზუსი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ

ჟეზუსი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ
თარიღი 11 ივნ 2021, 13:26

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, გაბრიელ ჟეზუსს სერია ა-ში საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა. La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ბრაზილიელით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება.

არსებობს ერთი პრობლემა - "ბებერ ქალბატონს" სურს "ქალაქელების" ფორვარდის განათხოვრების წესით აყვანა, ინგლისელებს კი მისი გაყიდვა.

"ლურჯების" ცხრიანის ტრანსფერით პერსონალურად არის დაინტერესებული "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი.

ამის გარდა, აღსანიშნავია ის, რომ სამხრეთ ამერიკელი შემტევის ტრანსფერი საერთოდ არ იქნება კავშირში კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან.

პორტუგალიელი ბომბარდირის ალეგრის გუნდში დარჩენის შემთხვევაშიც კი, 24-წლის სტრაიკერის ტრანსფერი მაინც აქტუალური იქნება.

"აღარ შეუძლია ის, რაც 5-10 წლის წინ შეეძლო", - დელ პიერო იუვენტუსში რონალდუს მომავალს ეჭვქვეშ აყენებს

ტოტენჰემი გაბრიელ ჟეზუსით ინტერესდება