ავტორიზაცია

მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია

მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია
თარიღი 11 Jun 2021, 16:08

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი მცველი, მარსელო, გუნდში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს.

Marca-ს ინფორმაციით, მარსელო კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევა სცადა. 33 წლის ფეხბურთელს დაპირდნენ, რომ სანერვიულო არაფერია და ტუ მას დარჩენა სურს, პრობლემა არავის არ ექნება.

ამრიგად, მარსელო „რეალში“ კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მომავალ ზაფხულს, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

თავის მხრივ, მარსელოს გუნდში შენარჩუნების პირველი მსურველი „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იყო, რომელსაც ბრაზილიელთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.

მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან ასპარეზობს და ამ პერიოდში, გუნდთან ერთად 22 ტიტულის მოგება მოახერხა.