ავტორიზაცია

ცუდი ამბავი მილანისთვის - ზლატანს შესაძლოა მომდევნო სეზონის სტარტიც კი გაუცდეს

ცუდი ამბავი მილანისთვის - ზლატანს შესაძლოა მომდევნო სეზონის სტარტიც კი გაუცდეს
თარიღი 11 ივნ 2021, 16:42

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

როგორც იცით, ვეტერანმა ფორვარდმა ტრავმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე დროით ადრე მიიღო და კონტინენტის პირველობის გამოტოვება უწევს.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ მუხლის პრობლემების მოგვარებაში ზლატანს კონსერვატიული მკურნალობა ვერ ეხმარება და დიდი შანსია, ოპერაციის ჩატარება გახდეს საჭირო.

ამჟამად, მედიკოსები ზლატანის რეაბილიტაციას აქტიურად აკვირდებიან და იხრებიან იმისკენ, რომ გამოცდილი ფორვარდი საოპერაციო მაგიდაზე დააწვინონ.

თუ ზლატანი ოპერაციის ჩატარებას დათანხმდება, მაშინ რამდენიმე თვეს გარანტირებულად გამოტოვებს და „მილანს“ ახალი სეზონის სტარტზე ვერ დაეხმარება.

გასულ სეზონში, იბრაჰიმოვიჩთან ერთად „მილანმა“ სერია ა-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე 7 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა.