ავტორიზაცია

ახალმა სპორტულმა დირექტორმა ტოტენჰემში მნიშვნელოვანი წმენდა დაიწყო

ახალმა სპორტულმა დირექტორმა ტოტენჰემში მნიშვნელოვანი წმენდა დაიწყო
თარიღი 11 ივნ 2021, 16:45

„იუვენტუსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, ანალოგიურ თანამდებობაზე ლონდონის „ტოტენჰემში“ დაინიშნა.

პარატიჩი „იუვენტუსში“ 10 წლის მანძილზე მუშაობდა და გუნდი ამ სეზონის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. მალევე, მას „ტოტენჰემი“ დაუკავშირდა და თავისთან წაიყვანა.

როგორც Football.London იტყობინება, იტალიელმა „დეზებში“ შემადგენლობის მნიშვნელოვანი წმენდა დაიწყო და რამდენიმე ფეხბურთელს შეატყობინა, რომ სჯობს, ახალი კლუბის ძიებას შეუდგნენ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვისაც პარატიჩიმ გარისკენ მიუთითა. ცნობილია ის, რომ გუნდის დატოვება სურს მის მრავალწლიან ლიდერს და მთავარ ფორვარდს, ჰარი კეინს. 

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰენს“ ჯერჯერობით არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი - ამ თანამდებობაზე დანიშვნასთან ყველაზე ახლოს „რომას“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი, პაულო ფონსეკაა.