ავტორიზაცია

ავირიდოთ თავიდან მილიტაოს შემთხვევის გამეორება - რეალმა ანჩელოტის კონკრეტული მიზანი დაუსახა

ავირიდოთ თავიდან მილიტაოს შემთხვევის გამეორება - რეალმა ანჩელოტის კონკრეტული მიზანი დაუსახა
თარიღი 11 ივნ 2021, 18:09

მადრიდის „რეალს“ ძალიან წარუმატებელი 2020/21-სეზონი გამოუვიდა, რომელშიც „რეალმა“ 2009/10-სეზონის შემდეგ პირველად, საერთოდ ვერცერთი ტურნირის მოგება ვერ მოახერხა.

სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი დატოვა მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რომლის შემცვლელადაც ყველასთვის და მათ შორის, „რეალისთვისაც“ კარგად ნაცნობი კარლო ანჩელოტი დაინიშნა.

როგორც Marca იუწყება, იტალიელ სპეციალისტს, სხვა მრავალთან ერთად, ერთ-ერთი ასეთი დავალებაც დააკისრეს: განავითაროს და ახალ დონეზე აიყვანოს გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები.

გასულ სეზონში, ზიდანმა ჩამოაყალიბა გამოცდილი ფეხბურთელების დაჯგუფება, რომლებზეც უდიდეს ფსონს აკეთებდა და როტაციას საკმაოდ იშვიათად მიმართავდა, პირველ რიგში მაშინ, როცა ტრავმები აჩენდა ამის აუცილებლობას.

ეს ყველაფერი კი ლიდერების ხშირ ტრავმიანობაში გადაიზარდა, რადგან ისინი ძალიან გადატვირთულები იყვნენ. 

გუნდის ერთბაშად 7-მა ფეხბურთელმა, საერთო წუთების 60%-ზე მეტი ჩაატარა - კურტუამ (97.4%), კაზემირომ (83.6%), ბენზემამ (82.4%), მოდრიჩმა (79%), მენდიმ (69.2%) და ტონი კროოსმა (67.8%). იქვეა მერვე ლუკას ვასკესიც, რომელმაც საერთო დროის 59% გაატარა მოედანზე.

ამრიგად, ანჩლოტი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კონკრეტული დავალებით ბრუნდება: აათამაშოს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულებინოს ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც არიან: ფედე ვალვერდე, ვინისიუსი, ედერ მილიტაო და მარტინ ოდეგორი.

მილიტაო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება იმისთვის, რომ თავისი რეალური დონე წარმოაჩინოს. ამა წლის 3 აპრილამდე, ბრაზილიელს „რეალში“ ზედიზედ 3 მატჩიც კი არ ჰქონია ჩატარებული და დროის ძირითად ნაწილს ან ტრიბუნაზე, ან სათადარიგოთა სკამზე ატარებდა. 

თუმცა, სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის ტრავმებისა და კოვიდდადებითობის გამო, ზიდანს სხვა გზა არ დარჩა და მილიტაოს ნდობა მოუწია, რის შემდეგაც ბრაზილიელმა წარმოუდგენელი დონის ფეხბურთი აჩვენა და ყველას დაანახა, რომ შანსს კი არა, სასტარტოში ყოფნასაც კი იმსახურებს.

რეალურად, მილიტაო პრაქტიკულად ტრანსფერზე დაყენებული ფეხბურთელებიდან იქცა ხელშეუხებლად, რომელმაც რამოსი - ვარანიდან წასული უნდა შეცვალოს.

რეალის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ანჩელოტიმ კარისკენ მიუთითა