ავტორიზაცია

კასილასი: "ვინ დარჩება წაგებული, თუ რეალი და რამოსი ვერ შეთანხმდნენ? მე"

კასილასი: "ვინ დარჩება წაგებული, თუ რეალი და რამოსი ვერ შეთანხმდნენ? მე"
თარიღი 11 ივნ 2021, 18:14

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გამოთქვა იმედი, რომ სერხიო რამოსი ამ ზაფხულს კლუბში დარჩება.

მადრიდელთა კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმება ახლოსაც კი არ არის.

„იმედი მაქვს, მოხდება ის, რაც ფეხბურთისთვის არის კარგი - „რეალი“ და სერხიო რამოსი ჰარმონიამდე მივლენ და ყველა ბედნიერი იქნება. სერხიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ საჭიროა, კლუბის პოზიციაც ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით.

ვინ უფრო წაგებული დარჩება, თუ შეთანხმება ვერ შედგა? მე. ფეხბურთი მიყვარს და ის ფაქტიც მიყვარს, რომ სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ თამაშობს. ვისურვებდი, რომ ის სწორედ ამ გუნდში დარჩეს. თუმცა, ეს კლუბის და მისი პირადი გადაწყვეტილებაა.“ - ციტირებს კასილასის სიტყვებს Marca.

რამდენიმე ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „რეალი" რამოსთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას უკვე ამზადებს.