ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "რეალი, ბარსა და იუვე არიან ბავშვები, რომლებიც წვეულებაზე შეღწევას პოლიციის დახმარებით ცდილობენ"

უეფას პრეზიდენტი: "რეალი, ბარსა და იუვე არიან ბავშვები, რომლებიც წვეულებაზე შეღწევას პოლიციის დახმარებით ცდილობენ"
თარიღი 11 ივნ 2021, 18:55

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამოძიების შეჩერებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, შვეიცარიული სასამართლოს მტკიცებულებით, ორგანიზაციას სუპერლიგის ორგანიზატორების დასჯა არ შეუძლია. უეფა მათ დისკვალიფიკაციას გეგმავდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვერაფერს გახდა, გამოძიების შეჩერება მოუწია.

ამაზე, ჩეფერინმა კომენტარი თავის სტილში გააკეთა:

„რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი არიან ბაშვები, რომლებიც სკოლას ხშირად იწვევენ და შემდეგ, როცა გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე არ პატიჟობენ, იქ შეღწევას პოლიციის დახმარებით ცდილობენ.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ევროპის 12-მა კლუბმა სუპერლიგის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, 48 საათზე ნაკლებში 9 კლუბმა მისი დატოვება გადაწყვიტა, უეფამ კი დარჩენილი სამის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო.
 

BREAKING: უეფამ რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - სუპერლიგამ გაიმარჯვა?!