ავტორიზაცია

მოურინიო: "დროა, რონალდუ წავიდეს იტალიიდან და თავი დამანებოს"

მოურინიო: "დროა, რონალდუ წავიდეს იტალიიდან და თავი დამანებოს"
თარიღი 11 ივნ 2021, 20:51

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრიშტიანუ რონალდუსთან მოახლოვებული დაპირისპირება ირონიულად შეაფასა.

პორტუგალიელი სპეციალისტისთვის, რომელიც რონალდუსთან ერთად „რეალში“ მუშაობდა, „რომაში“ მომდევნო სეზონი სადებიუტო იქნება.

„ყველა ამბობს და მათ მეც ვუერთდები, რომ რონალდუ 25 წლის აღარ არის, ის უკვე 36-საა. სეზონში 50 გოლს ვეღარ იტანს, რამდენი გაიტანა? 35. ესეც წარმოუდგენელი სტატისტიკაა, ციფრები საკუთარ თავს ხაზს თავად უსვამს.

რა ამოძრავებს მას? ვფიქრობ, რეკორდები. ის არის ლეგენდა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, მაგრამ სტატისტიკაში ახერხებს მოტივაციის მოძიებას და სულ ახლისკენ ისწრაფის.

მას სურს მიიღოს ოქროს ბურთები, ოქროს ბუცები, სურს სანაკრებო გოლების რეკორდები დაამხოს, არამარტო მოახლოვებულ ევროზე, არამედ მუნდიაზეცლ.

არამგონია, რომ კრიშტიანუს ვნებს საუბრები, რომ მესი მასზე უკეთესია. ვფიქრობ, კრიტიკა მას მოტივაციას აძლევს.

ის კვლავაც მოტივირებულია. მისი მეტოქე როცა ხარ, სჯობს ზედმეტი არ ილაპარაკო, იმიტომ რომ ეს შეიძლება მისთვის მოტივაციის წყაროდ იქცეს. ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია.

თუმცა, ახლა სჯობს, დატოვოს იტალია და თავი დანაბეოს.“ - აღნიშნა მოურინიომ და გაეცინა.