ავტორიზაცია

AS: ლევანდოვსკი მზადაა ბაიერნიდან წავიდეს — რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას პოლონელი?

AS: ლევანდოვსკი მზადაა ბაიერნიდან წავიდეს — რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას პოლონელი?
თარიღი 11 ივნ 2021, 21:02

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მზად არის ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადავიდეს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

თუმცა, როგორც აღინიშნება, მიუნხენელებს 32 წლის პოლონელის გაშვება არ უნდათ, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება.

ევროპის არაერთი ტოპ-კლუბია დაინტერესებული "რეკორდმაისტერის" სუპერვარსკვლავით. მათ შორის არიან "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "რეალი".

თავად ლევანდოვსკი "სამეფო კლუბში" გადასვლას ისურვებდა. "რეალი" კი, პირველ რიგში, "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ეცდება.

"ბაიერნის" ლიდერმა 2020/21 წლების სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.

"ყველაფრისთვის მზად ვარ", - ლევანდოვსკის ორაზროვანი განცხადება საკუთარ მომავალზე