ავტორიზაცია

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ბაიერნის პრეზიდენტი ლევანდოვსკის შესაძლო წასვლას ეხმაურება

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ბაიერნის პრეზიდენტი ლევანდოვსკის შესაძლო წასვლას ეხმაურება
თარიღი 11 ივნ 2021, 21:23

"ბაიერნის" პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა გუნდიდან თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

აქამდე დაიწერა, რომ 32 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი მზად არის ამ ზაფხულს მიუნხენური გრანდი დატოვოს და მისი შეძენით არაერთი გრანდი ინტერესდება. მათ შორის არიან "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "რეალი".

თავად ლევანდოვსკი "სამეფო კლუბში" გადასვლას ისურვებდა. "რეალი" კი, პირველ რიგში, "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ეცდება.

"რობერტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. კლუბთან კონტრაქტის ვადა კიდევ ორი წლით აკავშირებს და შემიძლია ისიც წარმოვიდგინო, რომ მისი ამოწურვის შემდეგაც დარჩება", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტის სიტყვებს "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.

"ბაიერნის" ლიდერმა 2020/21 წლების სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.

AS: ლევანდოვსკი მზადაა ბაიერნიდან წავიდეს — რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას პოლონელი?