ავტორიზაცია

ევერტონი რუდი გარსიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

ევერტონი რუდი გარსიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 11 ივნ 2021, 22:07

რუდი გარსია შეიძლება "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი გახდეს, წერს L'Equipe.

"კანფეტებს" შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფრანგ სპეციალისტთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, მაისის ბოლოს, "ლიონმა" რუდი გარსიას წასვლა დაადასტურა, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მისი ადგილი პეტერ ბოშმა დაიკავა.

შეგახსენებთ, 2020/21 წლების სეზონში "ევერტონს" კარლო ანჩელოტი ედგა სათავეში. იტალიელის ხელმძღვანელობით მისმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.