ავტორიზაცია

მოიესმა ვესტ ჰემთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

მოიესმა ვესტ ჰემთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
თარიღი 11 ივნ 2021, 22:10

"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 2024 წლამდე იქნება გათვლილი.

მოიესი "ჩაქუჩებს" სათავეში 2019 წელს მეორედ ჩაუდგა. იქამდე იგი გუნდს 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე წვრთნიდა.

2020/21 წლების სეზონში "ვესტ ჰემმა" პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.