ავტორიზაცია

მილანი მარსელის მცველის იჯარით დამატებას გეგმავს

მილანი მარსელის მცველის იჯარით დამატებას გეგმავს
თარიღი 11 ივნ 2021, 22:18

"მარსელის" მცველმა, ბუბაქარ კამარამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფრანგით "მილანია" დაინტერესებული.

მილანური კლუბი კამარას ერთწლიანი იჯარით დამატებას გეგმავს, შემდგომი შესყიდვის უფლებით. ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა უკანახაზელისადმი ინტერესს "ბარსელონა" და "ბაიერნიც" იჩენენ.

გასულ სეზონში კამარამ ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.