ავტორიზაცია

ლივერპულის მცველმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

ლივერპულის მცველმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს
თარიღი 11 ივნ 2021, 22:23

"ლივერპულის" მცველმა, კოსტას ციმიკასმა კარიერა შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს Fotomac.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ბერძენისთვის "ფენერბაჰჩე" იბრძვის, სადაც მისი იჯარით გადასვლა განიხილება, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად.

2020/21 წლების სეზონში ციმიკასმა "ლივერპულის" მაისურით 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მერსისაიდელთა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევროს შეადგენს.