ავტორიზაცია

ვილიარეალი ტოტენჰემის მცველის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს

ვილიარეალი ტოტენჰემის მცველის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს
თარიღი 11 ივნ 2021, 22:45

"ვილიარეალი" "ტოტენჰემის" მცველის, ხუან ფოიტის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს, წერს AS.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურ კლუბს 23 წლის არგენტინელის შენარჩუნება უნდა, რომელიც 2020/21 წლების სეზონში გუნდში იჯარით ირიცხებოდა.

ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ფასის დაკლება სურს და "დეზებთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც აღინიშნება, გამოსასყიდი თანხის პუნქტი ძალაში 15 ივნისამდეა.

გასულ სეზონში ფოიტმა "ვილიარეალის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.