ავტორიზაცია

ტოტენჰემის მცველი პსჟ-ში დაბრუნებასთან ახლოს არის

ტოტენჰემის მცველი პსჟ-ში დაბრუნებასთან ახლოს არის
თარიღი 11 ივნ 2021, 22:51

"ტოტენჰემის" მცველი, სერჟ ორიე "პსჟ"-ში დაბრუნებასთან ახლოსაა, იტყობინება Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის კოტ'დივუარელმა პარიზულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. პოტენციური სატრანსფერო ფასი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ სეზონში ორიემ "ტოტენჰემის" რიგებში 27 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

ლონდონელთა მცველი "პსჟ"-ში 2014 წლიდან 2017 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი "დეზებს" შეუერთდა.