ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი კეინს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

მანჩესტერ სიტი კეინს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 11 ივნ 2021, 22:54

"მანჩესტერ სიტი" მზად არის "ტოტენჰემის" ფორვარდს, ჰარი კეინს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, "ქალაქელებს" 27 წლის ინგლისელთან 5-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ და მზად არიან მას წლიური ხელფასის სახით 16 მილიონი ევრო უხადონ.

როგორც აღინიშნება, "ტოტენჰემი" თავისი ლიდერის სანაცვლოდ 160 მილიონ ევროს ითხოვს, "სიტი" კი 117 მილიონს იხდის. 

გასულ სეზონში კეინმა "დეზების" მაისურით 49 მატცი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ზაფხულში ეწურება.