ავტორიზაცია

ჩალჰანოღლუმ ზღაპრული შეთავაზება იუარა

ჩალჰანოღლუმ ზღაპრული შეთავაზება იუარა
თარიღი 11 ივნ 2021, 23:00

"მილანის" ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ყატარული "ალ დუჰაილის" წინადადება იუარა, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელს იტალიურ გუნდში სურს კარიერის გაგრძელება.

გავრცელებული ინფორმაციით, ყატარელები თურქს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, სეზონში 8 მილიონ ევროიანი ხელფასით + 8 მილიონი ბონუსების სახით. "მილანთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

აქამდე არსებული ცნობით, "მილანს" ჩალჰანოღლუს შენარჩუნება უნდა. გასულ სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.