ავტორიზაცია

ნაგელსმანს ბაიერნიდან კომანის გაშვება არ უნდა

ნაგელსმანს ბაიერნიდან კომანის გაშვება არ უნდა
თარიღი 11 ივნ 2021, 23:03

"ბაიერნის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს შემტევი ნახევარმცველის, კინგსლი კომანის სხვა გუნდში გაშვება არ უნდა, წერს Sport1.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს, თუ "ეშმაკუნები" "დორტმუნდიდან" ჯეიდონ სანჩოს ვერ გადაიბირებენ.

ნაგელსმანს 24 წლის შემტევის შენარჩუნება უნდა. თავად კომანიც არ არის გუნდში დარჩენის წინააღმდეგი, თუმცა ხელფასის გაზრდას ითხოვს.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა კომანს "ბაიერნთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.