ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვილიარეალმა ტოტენჰემის მცველი შეისყიდა

ოფიციალურად: ვილიარეალმა ტოტენჰემის მცველი შეისყიდა
თარიღი 11 ივნ 2021, 23:06

"ვილიარეალმა" "ტოტენჰემის" მცველ ხუან ფოიტის შეძენა დაადასტურა.

23 წლის არგენტინელმა, რომელიც 2020/21 წლების სეზონში ესპანურ გუნდში იჯარით ირიცხებოდა, "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2026 წლამდე დარჩება.

2020/21 წლების სეზონში ფოიტმა "ვილიარეალის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, სამხრეთამერიკელი უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.