VIDEO: ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში იტალიამ თურქეთი გაანადგურა!

ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს თურქეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩი რომში გაიმართა და "სკუადრა აძურას" გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა - თურქების მცველმა, მეჰდი დემირალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
იტალიელებმა 66-ე წუთზე ჩირო იმობილეს ზუსტი დარტყმით უპირატესობა გაზარდეს, ხოლო 79-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ცნობისთვის, A ჯგუფში თურქებისა და იტალიელების მეტოქეები შვეიცარია და უელსი არიან.
ვიდეომიმოხილვა