ავტორიზაცია

მანჩესტერი და დორტმუნდი სანჩოს ფასზე კვლავ ვერ თანხმდებიან

მანჩესტერი და დორტმუნდი სანჩოს ფასზე კვლავ ვერ თანხმდებიან
თარიღი 12 ივნ 2021, 10:30

"მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ აქტიურად მუშაობს დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე.

Sky Sports-ის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ფინანსური მხარე - "წითელი ეშმაკები" ჩამოდიან 87 მილიონ ევროს, "შავ-ყვითლები" კი 13 მილიონით მეტს ითხოვენ.

ფაბრიციო რომანომ კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ "მანკუნიანელებმა" ინგლისელ ვინგერთან ზეპირ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ვესტფალიური გუნდის გარემარბის ყოველკვირეული ანაზღაურება "ოლდ ტრაფორდზე" იქნება 350 ათასი ფუნტი სტერლინგი, კონტრაქტი კი 2026 წლამდე.

არსებობს მოსაზრება, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდს "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრების შვიდიანის ტრანსფერში ლონდონის "ჩელსი" შეეცილება.

ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც მანჩესტერი სანჩოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ეცდება

"გულახდილი ვიქნები...", - სანჩომ დაასახელა გუნდი, რომელსაც ბავშვობაში ქომაგობდა