ავტორიზაცია

ევროპის ჩემპიონატი, დღე 2: ვხურდებით - საქმეში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ერთვება

ევროპის ჩემპიონატი, დღე 2: ვხურდებით - საქმეში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ერთვება
თარიღი 12 ივნ 2021, 12:12

ევრო 2020-ს მეორე დღე უელსისა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩით დაიწყება, რომლებიც ფორუმის ყველაზე აღმოსავლურ წერტილში გატესტავენ მოედანს.

უელსი - შვეიცარია

შაბათი, 12 ივნისი, 17:00 - ბაქოს ოლიმპიური სტადიონი, მთვარი არბიტრი კლემან ტურპენი.

სანამ შვეიცარია წინა მსხვილი ტურნირის, 2018 წლის მუნდიალის მერვედფინალში თამაშობდა, უელსი იძულებული იყო ამ გათამაშებისთვის თვალი ტელევიზორით ედევნებინა. თუმცა ახლა, რობერტ პეიჯის შეგირდებს ევრო 2020-ზე სურთ საკუთარი წინა ევროპის ჩემპიონატის სენსაციის გამეორება (მაშინ ნახევარფინალში იყვნენ) და შორს გასვლა. სკანდალის გამო, მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დათმობა ამ ტურნირზე რაიან გიგსს მოუწია.

ბევრი ელის, რომ შვეიცარია ამ მატჩში აქცენტის გაკეთებას შემტევ ფეხბურთზე შეეცდება, იმ დროს როცა უელსი უფრო ჩაკეტილ სტილში ითამაშებს. სახელებით, პეტკოვიჩის ბიჭები გაცილებით სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ პეიჯის შემადგენლობაშიც არის პრემიერ ლიგის არაერთი წევრი.

სავარაუდო შემადგენლობები: 

უელსი: უორდი - მეფამი, როდონი, დევისი - რობერტსი, ალენი, რემსი, უილიამსი - ჯეიმსი, უილსონი, ბეილი.

შვეიცარია: სომერი - ვიდმერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი - შაქირი, ჯაკა, ფროილერი, ცუბერი - სეფეროვიჩი, ემბოლო.

საინტერესო ფაქტები:

ბოლო 5 მატჩია უელსი ერთზე მეტი გოლის გატანას ვერ ახერხებს

შვეიცარიამ ევრო 2020-ს წინ ყველა ამხანაგური მატჩი (ლიხტენშტეინი, აშშ, ფინეთი) საერთო ანგარიშით 12:3 მოიგო

უელსმა თავის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ შეძლო შვეიცარიის დამარცხება - 2012 წლის ევროს შესარჩევში, 2:0.

დანია - ფინეთი

შაბათი, 12 ივნისი, 20:00,ს ტადიონი პარკენი, კოპენჰაგენი, მთავარი არბიტრი - ენტონი ტეილორი (ინგლისი)

მიუხედავად ბოლოდროინდელი კარგი შედეგებისა, დანიას ყველა სკეპტიკურად უყურებს. დღეს, ეს არატიპური ნაკრებია, რომლის შემადგენლობაშიც არ არის უბრალოდ ერთი გამოკვეთილი ლიდერი და სხვა 10 ნოინეიმი - პირიქით, დღეს ეს ძალიან დაბალანსებული გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ევროპაში თამაშით კარგად არიან ცნობილნი: ერიკსენი (ინტერი), ჰიოიბერგი (ტოტენჰემი), კიაერი (მილანი), კრისტენსენი (ჩელსი), დილეინი (დორტმუნდი), შმეიხელი (ლესტეირ) და სხვები. ამ ბიჭებს, 2019 წლის დაწყებიდან მხოლოდ ორი წაგება აქვთ - ორივე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ. 

რა თქმა უნდა, დანიის ფონზე ფინეთი ცოტა მოკრძალებულად გამოიყურება და საერთოდაც, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს, თუმცა თავისი გმირი მათაც ჰყავთ - ტიემუ პუკი, რომელმაც ხალხს თავი „ნორვიჩში“ კარგი თამაშით დაამახსოვრა. 

თუმცა, ფინეთს აშკარად აკლია კლასი და სტაბილურობა - გუნდმა შესაძლოა ამხანაგურ მატჩს მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს მოუგოს, შემდეგ კი ესტონეთთან დამარცხდეს და ეს შედეგი დიდად არავის გაუკვირვედება. იქნებ, ევრო 2020 შეცვლის სიტუაციას ფინეთის ნაკრებს ახალ დონეზე აიყვანს?

ბუკმეიკერების აზრით, ამ მატჩის მოგების უპირობო ფავორიტი დანიაა, რომლის მოგებასაც 1.44 აქვს კოეფიციენტი, ფინეთი კი 10.50-ით ფასდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

დანია: შმეიხელი - მელე, კიაერი, კრისტენსენი, ვასი - ერიქსენი, ჰიოიბერგი, დილეინი - პოულსენი, ბინი, ბრეიტვეიტი

ფინეთი: გრადეცკი - ო’შონესი, არაიური, ტოივიო, ურონენი - კამარა, სპარვი, ლოდი, რაიტალა - პუკი, პოჰიანპალო.

დღის ბოლო და ცენტრალური დაპირისპირება კი სანქტ-პეტებურგში გაიმართება, სადაც ბელგიის ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.

ბელგია - რუსეთი

12 ივნისი, 23:00, სტადიონი „გაზპრომ არენა“, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. მთავარი არბიტრი - მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

მსოფლიო ჩემპიონი გუნდია ერთი, ფიფას ვერსიით ნაკრებების რეიტინგს კი უკვე მეორე წელია ბელგიის ნაკრები ლიდერობს. მხოლოდ სხვადასხვა კოეფიციენტებს და კონკრეტულ მონაკვეთში მოპოვებულ ქულებს რომ გადავხედოთ, მართლაც შეიძლება ბელგიის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვუწოდოთ. მითუმეტეს, მისი სახელების გამომდინარე. 

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ტიტულისაკენ მიმავალ გზას რუსეთის ნაკრებთან იწყებს, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ჰყავდა და ორივე მატჩი მშვიდად მოუგო. ბუნებრივია, ბელგია ამ ჯგუფის უპირობო ფავორიტია და მისგან დღესაც ყველა საჩემპიონო თამაშით დაწყებას ელოდება.

სავარაუდოდ, გუნდს პირველ შეხვედრაში სასტარტოში არ ეყოლება ედენ აზარი და კევინ დე ბრუინი - თუ აზარის ამბავი ყველასთვის ცნობილია, დე ბრუინმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო და ჯერჯერობით, განცალკევებით ვარჯიშობს.

სავარაუდო შემადგენლობი:

ბელგია: კურტუა - ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დენაიერი - მენიე, დენდონკერი, ტილემანსი, ტორგან აზარი - მერტენსი, ლუკაკუ, დოკუ

რუსეთი: შუნინი - მარიო ფერნანდესი, ბარინოვი, ჯიქია, სემიონოვი, კარავაევი - ზობნინი, ოზდოევი, გოლოვინი - მირანჩუკი - ძიუბა.