ავტორიზაცია

მოდრიჩი: "ხორვატიის ნაკრები მატჩების წინ მუხლს არ მოიდრეკს"

მოდრიჩი: "ხორვატიის ნაკრები მატჩების წინ მუხლს არ მოიდრეკს"
თარიღი 12 ივნ 2021, 15:46

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მისი ნაკრების ფეხბურთელები ევრო 2020-ს მატჩებში მუხლს არ მოიდრეკენ.

„ჩვენი პოზიცია ასეთია - მუხლს არ მოვიდრეკთ. რაღაც კონკრეტული მიზეზი არ გვაქვს, მაგრამ ერთმანეთში დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რასიზმის წინააღმდეგ არ მივდივართ ან დისკრიმინაციას არ ვეწინააღმდეგებით.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით, მაგრამ არ გვგონია, რომ მუხლის მოდრეკა საჭიროა. ამ პრობლემებთან ბრძოლის ბევრნაირი გზა არსებობს. დიახ, მუხლის მოდრეკას არ ვაპირებთ. ხორვატია ამას არ გააკეთებს.“ - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში მუხლის მოდრეკის წესი უკვე ერთი წელია არსებობს - 2020 წლის მაისში, ამერიკაში პოლიციელმა ძალადობრივი გზით მოკლა მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი. მას შემდეგ, ფეხბურთის მატჩებს მუხლის მოდრეკით იწყებენ და ამ გზით, რასიზმს აპროტესტებენ.