ავტორიზაცია

კინსლი კომანმა ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა - ფრანგს საამისოდ სამი მიზეზი აქვს

კინსლი კომანმა ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა - ფრანგს საამისოდ სამი მიზეზი აქვს
თარიღი 12 ივნ 2021, 16:43

ვინგერ კინსლი კომანს „ბაიერნის“ დატოვება სურს.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ფრანგი უკმაყოფილოა იმ შემოთავაზებით, რომელიც „ბაიერნმა“ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად გაუკეთა - ანაზღაურების ერთი მილიონით გაზრდა მას არ აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, 24 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ ნახევარმცველ ლეროი სანეს მასზე მაღალი ხელფასი აქვს, მაშინ როდესაც ის გუნდს მხოლოდ გასულ სეზონში შეუერთდა და არც ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა.

ყველაფერთან ერთად, კომანი ფიქრობს, რომ „ბაიერნში“ მას არასაკმარისად აფასებენ. ამრიგად, ფრანგს დიდი ხანია სურს გუნდის 10-ნომრიანი მაისური მოირგოს, მაგრამ ის ჯერ იჯარით მყოფ ფილიპე კოუტინიოს მისცეს, შემდეგ კი ლეროი სანეს.

გასულ სეზონში, კომანმა ბუნდესლიგის 29 მატჩში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.