ავტორიზაცია

არსენ ვენგერმა ჟირუს რეზონანსული სიტყვები ჩელსის დააბრალა

არსენ ვენგერმა ჟირუს რეზონანსული სიტყვები ჩელსის დააბრალა
თარიღი 12 ივნ 2021, 16:45

„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ოლივიე ჟირუს სიტყვებზე ისაუბრა, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია.

ბულგარეთთან მატჩის შემდეგ, ჟირუმ აღნიშნა, რომ თანაგუნდელები მას ხშირად პასებს არ აძლევენ და ასე რომ არ იყოს, გაცილებით უკეთესი შედეგი იქნებოდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს სიტყვები საკუთარ თავზე კილიან მბაპემ მიიღო და ფეხბურთელებს შორის ვითარება დაიძაბა.

ვენგერი ჟირუს ამ სიტყვებს „ჩელსიში“ არასაკმარის სათამაშო პრაქტიკას აბრალებს.

„ეს ყველაფერი მას „ჩელსიში“ უთამაშებლობით დაუგროვდა. ის ყველაფერს კარგად იტანდა იქამდე, სანამ ნაკრებში იყო სასტარტო შემადგენლობაში. ახლა კი, ნაკრებშიც სკამზე დაჯდა, ამან მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა, მაღალი კონკურენციის დროს, მწვრთნელი საუკეთესოებს ირჩევს და ეს ჟირუმაც იცის. როცა ის მოედანზე გავა, საუკეთესო თამაშს აჩვენებს.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.

ვენგერი და ჟირუ ერთად "არსენალში" მუშაობდნენ, საიდანაც შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი „ჩელსიში" გადავიდა.
 

არსებობს თუ არა რეალურად კონფლიქტი მბაპეს და ჟირუს შორის? პოგბას კომენტარი

ჟირუმ დაძაბულობის განმუხტვა სცადა, თუმცა მბაპე კვლავ უკმაყოფილოა - ფრანგული სერიალი გრძელდება