ავტორიზაცია

ოფიციალურად: დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა 22:30 საათზე განახლდება

ოფიციალურად: დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა 22:30 საათზე განახლდება
თარიღი 12 ივნ 2021, 22:13

როგორც უეფას პრესსამსახური იტყობინება, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, დანიისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დღეს შედგება.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე განახლდება.

მოგეხსენებათ, შეხვედრა პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა.

აღნიშნული დაპირისპირების 43-ე წუთზე, დანიელთა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.

არსებული ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოში შემდგომ გამოკვლევებს გადის.

უეფა ერიქსენის მდგომარეობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს